ბიზნესი
02/02/2022

მერი: უკანონო მშენებლობებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომებით შევაჩერებთ

უკანონო მშენებლობები და გაზრდილი ჯარიმები იყო თბილისის მთავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი. ქალაქის მერის განმარტება ოპოზიციის წარმომადგენლებთა განცხადებებს მოყვა. 

კახა კალაძემ განმარტა, რომ უკანონო მშენებლობები ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც სერიოზული გამოწვევაა. "არასდროს მითქვამს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობები არ იყო", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიამ 2017 წლიდან, უკანონო მშენებლობებზე ჯარიმების გაზრდა დაიწყო, თუმცა მერი აღიარებს, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კახა კალაძის თქმით, სწორედ ამიტომ შემოიღეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.

„რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები 3 000-დან 10 000 ლარამდე იყო. როდესაც კორპუსი შენდება, იქ მილიონებზეა საუბარი. შესაბამისად, როცა კომპანიები ამხელა მოგებაზე გადიან, მათთვის ჯარიმის ეს ოდენობა არაფერს წარმოადგენს.

ჩვენ კი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დავიწყეთ ჯარიმების გაზრდა და კატეგორიების მიხედვით, 8 000-დან 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, პრაქტიკაში ვნახეთ, რომ საკმარისი არც ეს იყო. ამიტომაც უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად, საქართველოს პარლამენტის დახმარებით, შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. ვფიქრობ, ამით ჩვენ უკანონო მშენებლობებს წინ აღვუდგებით და შევაჩერებთ“, - მიმართა თბილისის მერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020