ბიზნესი
04/11/2020

"მეიზის" ქალის სამოსის შეძენა უკვე My favorite lingerie–შიც შესაძლებელია

მეიზი მომხმარებელს მაღალი ხარისხის ქსოვილისგან, საქართველოში დამზადებულ ქალის საღამურებს სთავაზობს.

„ბაზარზე 2020 წლის ივნისიდან შემოვედით, როდესაც შედარებით შესუსტებული იყო პანდემია მიუხედავად ამისა, გვქონდა  მზაობა, რომ ვითარების გართულება ბევრ ფინანსურ და ტექნიკურ პრობლემას მოგვიტანდა. ვერ ვიტყვით, რომ ამ ეტაპზე დავზარალდით, რადგან ფინანსური გათვლების დროს გათვალისწინებული გვქონდა პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგები. შესაბამისად, ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის", – აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი მაია თავაძე.

„მეიზის“ ქალის სამოსი პატარა სახელოსნოში მზადდება. საღამურები ჯერ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, გაყიდვების ზრდასთან ერთად ბრენდის სამომავლო გეგმა გაფართოება და პროდუქციის ექსპორტზე გატანაა, თუმცა არასტაბილური მდგომარეობის გამო პატარ–პატარა პროექტები, რომელებიც ახლო მომავალში უნდა განხორციელებულიყო გადაიდო.

„ადგილობრივ მასალას რაც შეეხება, ხარისხზე მეტად მრავალფეროვნების პრობლემაა. ამ ეტაპზე  გვყავს დამხმარე კომპანია, რომელსაც ჩვენთვის შემოაქვს სასურველი ქსოვილი და სხვა დეტალები. საკმარისი მარაგი გვაქვს, რომ გავუძლოთ პანდემიისგან გამოწვეულ შეფერხებებს. ამ ეტაპზე ონლაინ მაღაზია გვაქვს, თუმცა ოქტომბრიდან ჩვენს მომხარებლებს საშუალება აქვთ, შეიძინონ ჩვენი პროდუქცია ქალის სამოსის მაღაზიაში My favorite lingerie-ში. საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტზე ვმუშაობთ. მთავარი აქცენტი გვაქვს ხარისხზე, რაც გულისხმობს არა მარტო ქსოვილის და სხვა დეტალების მაღალ ხარისხს, არამედ ტექნიკურად კარგად ნამუშევარ პროდუქციას. გაყიდვების სტიმულირებისა და პროდუქტის პოპულარიზაცისთვის ვიყენებთ ყველა სახის შესაძლებლობებს - ეს ეხება, როგორც ფასდაკლებებს, ასევე სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის,“ – ამბობს მაია თავაძე.

 

Businesspartner