ბიზნესი
01/09/2021

მეგასპორტი: ცივილური იქნება, თუ მოლებში მხოლოდ ვაქცინირებულები დაიშვებიან

საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე აცხადებს, რომ  ძალიან ცივილური იქნება, თუ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანები შეძლებენ შესვლას.

„მთელი ევროპა და ამერიკა ასე მუშაობს, თუმცა საქართველოში ეს განხორციელებადი არ არის,  რადგან ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაშინ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა მხარე - ბრენდული მაღაზიის წარმომადგენლები, მოლების ადმინისტრაცია და სავაჭრო ცენტრში შემომსვლელი საზოგადოება. ანუ ყველა მხარე აცრილი უნდა იყოს. ამაზე შეთანახმება თავისუფლად შეიძლება. თავიდან ექნება ნეგატიური ეფექტი - შედარებით შემცირდება გაყიდვები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია,“ - აცხადებს ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილმა შეფ-მზარეულმა და რესტორნების ქსელის მფლობელმა თეკუნა გაჩეჩილაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, რომ  რესტორატორები კვების ობიექტებში მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეების დაშვებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდიან. საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020