ბიზნესი
29/06/2023

მეფრინველეობის სექტორმა შესაძლოა, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს

მეფრინველეობის სექტორმა,  თურქეთის მხრიდან საქართველოში დემპინგური ფასებით ოპერირების გამო, შესაძლოა, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. როგორც მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა, „აგროპარტნიორთან“  საუბრისას განმარტა,  თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან კვერცხის იმპორტი გაზრდილია, პროდუქცია კი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შემოდის.

„ლირას გაუფასურების შემდეგ,  თურქეთის მხრიდან დიდი რაოდენობით ფრინველის კვერცხის  შემოტანა ხდება საქართველოში. ისინი ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ბევრად იაფად ახდენენ კვერცხის რეალიზებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეფრინველეობის სექტორი კვერცხის მიმართულებით თვითკმარია და თავისუფლად უზრუნველყოფს ბაზრის მომარაგებას,  კვერცხის იმპორტის მაჩვენებლები მაინც მზარდია. მხოლოდ  ბოლო სამი თვის განმავლობაში 20 მლნ-ზე მეტი კვერცხია შემოსული და  თუ ასე გაგრძელდა, დარგი იფიქრებს კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვას. ჯერჯერობით იმედი გვაქვს, რომ ამის გარეშეც გამოსწორდება ვითარება.“-აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

როგორც „აგროპარტნიორისთვის“  გახდა ცნობილი, კონკურენციის ეროვნული სააგენტო დემპინგის პირველი "ქეისის" შესწავლას ივლისიდან დაიწყებს.სააგენტოს თავმჯდომარის,  ირაკლი ლექვინაძის განმარტებით ბოლო სამი თვეა სააგენტო დემპინგის ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით, რამდენიმე ინდუსტრიასთან მუშაობს. ერთ-ერთ მათგანში სააგენტო დასკვნის ეტაპზეა.

ცნობისთვის, ანტიდემპინგური კანონი პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. კანონი 2021 წლიდან ამოქმედდა. აქამდე დემპინგის დადგენის კუთხით ბაზრის შესწავლა სააგენტოს არ დაუწყია.  თუმცა უწყებამ შიდა მოკვლევა სამ სექტორში განახორციელა. მათ შორისაა ქიმიური ინდუსტრია, მძიმე მრეწველობა და ფრინველის კვერცხის ადგილობრივი წარმოება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023