ბიზნესი
26/08/2022

MDP: სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანიების ბაზარზე ახალი გადანაწილება დაიწყება

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანიების ბაზარზე  ახალი გადანაწილება დაიწყება, რისი მიზეზიც ტარიფების არსებული პრობლემა და არსებული რეგულაციებია.  ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP-ის გენერალურმა  დირექტორმა  გიორგი ლიპარტელიანმა განაცხადა.  შეგახსენებთ, რომ კლინიკები უკვე რამდენიმე თვეა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსგან ძველი ტარიფების გაზრდას ითხოვენ, რადგან ამბობენ, რომ დაბალი ტარიფებით ოპერირება უჭირთ.

გიორგი ლიპარტელიანის პროგნოზით, სამედიცინო ორგანიზაციების (კლინიკების) რაოდენობა შემცირდება.

„დიდი ჰოლდინგები ან კიდევ უფრო გამსხვილდებიან, მაგალითად, შესაძლოა „ევექსმა“ და „ჯეოჰოსპიტალმა“ მცირე ტიპის კლინიკები შეიძინონ, თუმცა, დიდი ეჭვი მაქვს, ეს ჰოლდინგებიც ამაში მსხვილ ინვესტიციას აღარ განახორციელებენ. მიზეზი ის არის, რომ სფერო უკან და უკან მიდის და აქ ფულის ჩადება მიმზიდველი არ არის. მეორე სცენარით, ეს დაწესებულებები გაკოტრდებიან. ეს სცენარი ჩვენთვისაც  დამაზარალებელი იქნება, რადგან იმპორტიორი კომპანიების რეალიზაცია პირდაპირ დამოკიდებულია კლინიკების მოთხოვნაზე ,“-აცხადებს ლიპარტელიანი.

როგორც ლიპარტელიანი აცხადებს, MDP-ს ბაზარზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქცია შემოაქვს, მათ შორის აპარატურა, შესაბამისად, მისთვის ამ პრობლემის გადალახვა უფრო მეტად ადვილი იქნება, ვიდრე ისეთი კომპანიებისთვის, ვინც მხოლოდ სახარჯი მასალების იმპორტიორია.

MDP ბაზარზე 2014 წლიდანაა. კომპანია საავადმყოფოებს, ლაბორატორიებს, ქირურგიულ ცენტრებს, ესთეტიკურ ცენტრებს და ყველა დაინტერესებულ დაწესებულებებსა და ინსტიტუტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქციით (ავეჯი, აპარატურა,სახარჯი მასალა, მედიკამენტები) ამარაგებს.

jandacva.ge

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023