ფოტო: Coca-Cola Bottlers Georgia
ბიზნესი
10/03/2022

McDonald's-ის აზერბაიჯანული ქსელი ქართული საბურგერე ფუნთუშებით მომარაგდება

თბილისი რუსეთს ქართულ ღვინოსთან ერთად კოკა-კოლაც სანატრელი უხდება. ამასობაში Coca-Cola და McDonald's საქართველო პოზიციებს ქვეყნის გარეთაც იმყარებს.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის თემურ ჭყონიას ინფორმაციით, აზერბაიჯანული McDonald's-ი ქართული საბურგერე ფუნთუშებით მომარაგდება. ბიზნესმენის ინფორმაციით, ექსპორტი 15 მარტიდან დაიწყება და ეტაპობრივად 30 მლნ-ზე მეტი გაიგზავნება. მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მაკდონალდის რესტორანს რუსეთის თავდასხმამდე უკრაინა ამარაგებდა.

მისივე  ინფორმაციით, რუსეთში არც "მთის წყალი" გადიოდა და არც საქართველოში წარმოებული "კოკა-კოლა", მისი საექსპორტო ბაზრია აზერბაიჯანი და სომხეთი.

ბიზნესმენი ეხმაურება ბოლო დღეების პანიკურ ისტერიასაც: „ვაიმე რა გვეშველბა რუსეთიდნ ხორბალი არ შემოვა“, "ვაიმე შაქარი გაქრება", "რუბლი კი ვაიმე ლარს გააუფასურებს".

„ვაი იმის პატრონს, ვინც ვაიმეს ამბობს“, - თემურ ჭყონია დამფრთხალ საზოგადოებას, მათ შორის ბიზნესებს მოუწოდებს - „ვაიმე ყველამ უნდა დავივიწყოთ“ და „უნდას“ მივაწვეთ. უნდა გავიმარჯვოთ, უნდა გავყიდოთ, ახალი ბაზრების უნდა მოვიძიოთ, ხარისხიანი უნდა ვაწარმოოთ და ყველაფერი გამოვა,“ - ამბობს თემურ ჭყონია.