ბიზნესი
17/08/2020
McDonald's-ი საქართველოში რესტორნების ქსელს აფართოებს
„მაკდონალდს საქართველო“ რესტორნების ქსელს აფართოებს.
2020 წელს კომპანია თბილისში კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, 2021 წლისთვის კი ქსელს კიდევ 2 რესტორანი შეემატება.
კომპანიამ ცოტა ხნის წინ თბილისში 2 ახალი რესტორანი გახსნა, განხორციელებულმა ინვესტიციამ 12,5 მლნ ლარი შეადგინა. ორივე პროექტში ჯამში 150 ადამიანი დასაქმდება.
ოფიციალურად ახალი რესტორანი თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. ეს რიგით მე-18 რესტორანია, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 6,5 მლნ ლარია.
„მაკდონალდსის“ ახალ რესტორანში 72 ადამიანი დასაქმდება, რაც მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.