ბიზნესი
10/03/2022

MBC-იმ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 50 000 ლარი გადარიცხა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
 
კომპანიამ თანამშრომლებისა და აქციონერების სახელით, ომში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად უკვე გადაირიცხა 50 000 ლარი.
 
"თანხა მოხმარდება დაზარალებული, ტრავმირებული და დევნილი ოჯახებისთვის მედიკამენტების, საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენას.
ვამაყობთ, რომ უკრაინელი ხალხის დახმარების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო "ემბისი"-ს თითოეულმა თანამშრომელმა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.