ბიზნესი
04/05/2023

მარწყვის სათბურების ნაწილი დაიხურა - "თვეში სათბურის გათბობა 40-50 ათასი ლარი გვიჯდება"

ბოლო 1 წელში, საქართველოში მარწყვის სათბურების დიდი ნაწილი დაიხურა და მხოლოდ რამდენიმე აგრძელებს ოპერირებას, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისის“ თანადამფუძნებელმა ნუცა სალუქვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი არაკონკურენტული ბიზნესგარემო და ასევე, წარმოების მაღალი ხარჯებია.

„საქართველოში მარწყვის ბიზნესი განსაკუთრებით პოპულარული კოვიდის პერიოდში გახდა, როდესაც ბაზარზე ბევრი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა. უამრავმა ადამიანმა დაიწყო გადასვლა სოფლის მეურნეობის სექტორში და აქ მუშაობა. თუმცა, მარწყვის წარმოების სიძვირიდან გამომდინარე, 2022 წლის განმავლობაში, სათბურების ნაწილი დაიხურა. ბიზნესის წარმოებას ართულებს მარწყვის მალფუჭებადი ხასიათიც. დაკრეფიდან იმავე დღეს თუ არ განთავსდა დახლზე და გაიყიდა, მარწყვი ფუჭდება“, - განმარტა ნუცა სალუქვაძემ.

მისი თქმით, ბაზარზე რამდენიმე ადგილობრივი მწარმოებელი რჩება, რომელიც აგრძელებს დაგრში მუშაობას, თუმცა მათთვისაც გამოწვევად რჩება არაჯანსაღი ბიზნესგარემო.

„ქვეყანაში გაცილებით იაფად შემოდის იმპორტირებული მარწყვი, რაც ფასებთან მიმართებით, არაკონკურენტულ გარემოს ქნის. არ არსებობს მარწყვის წარმოების არანაირი სტანდარტი ქვეყანაში. აუცილებელია შეიქნას გარკვეული სტანდარტი, რომ მაგალითად - რაღაც დონეზე დაბალი ხარისხის მარწყვი არ უნდა იწარმოებოდეს ადგილობრივ ბაზარზე, ან არ შემოდიოდეს ქვეყანაში და არ ხდებოდეს მისი დახლზე განთავსება. ამაში ჩართული უნდა იყოს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ისე სურსათის ეროვნული სააგენტო. ფასის თემას ეს სტანდარტიზაცია დააბალანსებს“,- აღნიშნა ნუცა სალუქვაძემ.

„აგროსფეისის“ თანადამფუძნებლის განმარტებით, მარწყვის ბიზნესისთვის სტიმული იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან კომუნალურების ნაწილში ხელშეწყობაც.

„მაგალითად, თურქეთში, რომლიდან შემოტანილი მარწყვითაცაა გაჯერებული ქართული ბაზარი, ისეთი კლიმატური პირობებია, რომ მარწყვის სათბურებისთვის არ არის საჭირო გათბობის, გაგრილების ხარჯები. ბუნებრივად აქვთ მათ ის პირობები, რასაც ჩვენ აქ ხელოვნურად ვქმნით. ჩვენი ფინანსური გასავლის ყველაზე დიდი წყაროც არის სწორედ ელექტროენერგიის, გათბობის ხარჯი, რაც მართლა ძალიან დიდი ხარჯებია. სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნება რამენაირად შემოშველება,  ნამდვილად დაბალანსდება ეს სიტუაცია და უკვე კონკურენტუნარიან პირობებში აღმოჩნდება ყველა მხარე. მაგალითად, გათბობა თვეში შესაძლოა 40-50 ათასი ლარიც კი დაგვიჯდეს“,- აღნიშნა ნუცა სალუქვაძემ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოში მარწყვის ბიზნესს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომ, სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“, რომელიც ამ ეტაპზე, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით, კერძოდ 90 ტონა მარწყვს აწარმოებს, გაფართოებას, წარმოების 4-ჯერ გაზრდას და იმპოტირებული მარწყვის ადგილობრივით ჩანაცვლებას გეგმავს. ამ მიზნის მისაღწევად აქტიური მოლაპარაკებები პოტენციურ ინვსტორებთან მიდინარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023