ბიზნესი
25/01/2022

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" მურაბების ასორტიმენტს ზრდის

პანდემიის მიუხედავად, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“  მიმდინარე წელს მურაბების ახალი ხაზის დამატებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ვანო ცუკილაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის კომპანია 5 დასახელების მურაბას აწარმოებს, ახალი ხაზის ამოქმედების შემდეგ, კი ასორტიმენტი საკმაოდ გაიზრდება. 

„ამ დროისთვის მანქანა-დანადგარების მომწოდებლებთან მოლაპარაკების პროცესია. განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობაც ამ პროცესის დასრულების შემდეგ დაზუსტდება,“ - აცხადებს ცუკილაშვილი.

კომპანიამ ასორტიმენტის გაფართოების პროცესი უკვე დაიწყო და პროდუქციის ნუსხას 2 დასახელების პროდუქტი - ტყემლის მარინადი და მწვანე აჯიკა უკვე დაამატა.

ამჟამად საკონსერვო კომპანია დაახლოებით 60 დასახელების პროდუქციას (მწნილი, საწებელი, აჯიკა, ტომატის პასტა, ჯემი და მურაბა) უშვებს. 

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, პანდემიასთან დაკავშირებული პროცესებიდან გამომდინარე, კომპანია ამ დროისთვის გაყიდვების შედეგებით კმაყოფილია.

წარმოებული პროდუქციის 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დანარჩენი კი საექსპორტოა, რომელიც აქტიურად იყიდება ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე.

შეგახსენებთ, "მარნეულის სასურსათო ქარხანა" საქართველოში საკვების ყველაზე დიდი მწარმოებელი ქარხანაა.  კომპანია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.

ქარხანა ქვემო ქართლში, თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. საწარმოში 30 000 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. 

დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს:  Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.

ნედლეულის ნაწილს ქარხანა  პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023