ბიზნესი
02/07/2021

მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში სამეგრელო - ზემო სვანეთში ტურისტული ბიზნესის 20-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. 

მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე ვითარებაზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, ტურისტული ინდუსტრიის მხარდამჭერ ღონისძიებებზე. სვანეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია მესტიასთან რეგულარული რეისების გაზრდის შესაძლებლობამ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა კერძო სექტორთან. ვისაუბრეთ მიმდინარე გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც გლობალურად ტურიზმის სექტორი დგას, ასევე იმ შესაძლებლობებზე და აღდგენის სწრაფ ტემპზე, რომელსაც ვხედავთ ავიაციისა და ტურიზმის სექტორში. ასევე ვიმსჯელეთ ნატახტარსა და მესტიას შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაზე,"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

Businesspartner