ბიზნესი
13/07/2023

მარიამ გაბუნია: ევროკავშირში ტექსტილის ექსპორტი გაორმაგდა

„ევროკავშირში ტექსტილის ექსპორტი ფაქტობრივად გაორმაგდა, რაც დიდწილად დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების დამსახურებაა.“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.

მარიამ გაბუნიას განმარტებით, ტექსტილის გარდა უკვე იდენტიფიცირებულია 15-მდე სახეობის პროდუქტი, რომლებიც დიაგონალური კუმულაციით ისარგებლებს.

„თუ შევადარებთ 2022 წლის მონაცემებს 2021 წლის მონაცემებთან, ევროკავშირში ტექსტილის ექსპორტი ფაქტობრივად გაორმაგებულია, რაც დიდწილად სწორედ დიაგონალური კუმულაციის დამსახურებაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებლები გაიზრდება და ამას დაემატება არამხოლოდ ტექსტილის პროდუქცია არამედ სხვა სამრეწველო მიმართულებაც,“-აღნიშნა მარიამ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, მართალია ევროკავშირს საქართველოსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია 2021 წლის აპრილში ამოქმედდა, ბიზნესმა ამ ბენეფიტით სარგებლობა რეალურად 2022 წლიდან დაიწყო.

ცნობისთვის, 2021 წლის აპრილიდან თურქეთს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიაგონალური კუმულაცია ამოქმედდა რაც იმას ნიშნავს, რომ თურქული ნედლეულით საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პირობებით გადის.

ამ ეტაპზე პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც დიაგონალური კუმულაციის პირობებით სარგებლობს საკმაოდ მცირეა და ძირითადად ტექსტილის მიმართულებას ფარავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023