ბიზნესი
15/10/2021

მარეგულირებელი "კავკასუს ონლაინს" წილის ყოფილი მფლობელისთვის დაბრუნებას ავალდებულებს

„კავკასუს ონლაინი“ კომპანიის მფლობელი ნასიბ ჰასანოვი კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნას არ ემორჩილება და ნაყიდი წილების დაბრუნებას არ აპირებს.

კომპანიას მორიგი წერილობითი გაფრთხილება მიეცა და დაევალა ნასიბ ჰასანოვს 100% წილის ყოფილი მფლობელისთვის ხვიჩა მაქაცარიასთვის დაბრუნება დაევალა და ახალი ამონაწერის წარდგენა კომისიაში 2021 წლის 31 დეკემბერამდე.

კომპანიამ მარეგულირებლისთვის შეტყობინების და თანხმობის გარეშე შეცვალა ბენეფიციარი მესაკუთრე 2019 წლის ზაფხულში. კერძოდ, კომპანიის 49% წილი გასხვისდა. 2020 წელს კი, ასევე კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისდა, შპს„კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელ კომპანიაში „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკური პირის ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი 51% წილიც, კომპანია Weco Investments and Finance S.A-ს სასარგებლოდ.

დღეისათვის კომპანიაში 100% ბენეფიციარი მესაკუთრე ნასიბ ჰასანოვია.

კავკასუს ონლაინი და კომუნიკაციების კომისია დავას სასამართლოშიც აწარმოებენ.

 

 

 

Businesspartner