ბიზნესი
17/12/2020

"მარადისეულმა" ღვინის ექსპორტი ევროპის ბაზარზე დაიწყო

ქართულ ღვინის ინდუსტრიას 2020 წელს კიდევ ერთი ღვინის კომპანია მარადისეული შეუერთდა.

მარადისეულის დამფუძნებლები გიორგი თაქთაქიშვილი და ბექა ჟვანია არიან. ახალგაზრდა ბიზნესმენებმა ღვინის წარმოება და ბაზრის შესწავლა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს. კომპანია საჯარო ასპარეზზე მიუხედვაად პანდემიის მიერ შექმნილი შეზღუდვებისა 2020 წლის გაზაფხულზე გამოვიდა და მის დამფუძნებელს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. როგორც თავად ამბობენ, მარადისეული  ღვინის სავანეა სადაც თავს იყრის დაუსაბამო ცოდნა ღვინის კულტურისა და წარმოების შესახებ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სავანეში მოხდება არამარტო ღვინის წარმოება, არამედ ღვინის დაყენების უძველესი ქართული ცოდნის მოძიება შეგროვება და გავრცელება.

„მარადისეული, ეს არის ღვინის სავანე, სადაც თავს იყრის ქართული მეღვინეობის 8000 წლოვანი ცოდნა, ღვინისა და ქვევრის ათასწლოვანი ურთიერთობის ცოცხალი ისტორია ანუ ქართველთა მიერ დაგროვილი სიბრძნე, ერთი წინადადებით შეიძლება ასეც ითქვას რომ სავანე ეს არის ადგილი, სადაც თავისუფლდება ღვინოსთან დაკავშირებული დაუსაბამო ცოდნა,“ - ამბობს გიორგი თაქთაქიშვილი.

ქართული ღვინის სავანე მარადისეული მდებარეობს ქართლში ასურელთა მიერ დასახლებულ სოფელ ქანდაში, სადაც  ასურელები დღემდე ქრისტეს ენაზე, არამეულად საუბრობენ. სოფელში არსებული ცამეტი ასურელი მამის მონასტერი მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც მართლმადიდებლური წირვა ლოცვა მიმდინარეობს  არამეულ ენაზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ მარადისეულის მიზანია ქართლის უნიკალური ვაზის ჯიშების აღმოჩენა,  და პოპულარიზაცია. ამ ეტაპისთვის მარადისეული აწარმოებს 4 ჯიშის ვაზისგან დაყენებულ ღვინოებს, ესენია: ჩინებული, გორული მწვანე, და მარადისეულის მიერ შექმნილი ღვინო სავანე, რომელიც შეიქმნა დანახარულისა და ბუდეშურული საფერავის ჯიშების სეპაჟით.

„ჩვენი მისიაა ქართული ღვინის კულტურის რენესანსი, დაფარული-დაკარგული ქართული ცოდნის აღმოჩენა, გათავისუფლება და გაზიარება სამყაროსთვის, გვჯერა, რომ ღვინო კაცობრიობის უძველესი ქართული ცოდნაა და მასთან ჭეშმარიტი ზიარება ადამიანს შემოქმედებით აზროვნებაში, საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ შეცნობაში ეხმარება,“ - აცხადებს ბექა ჟვანია.

"მარადისეულის" ღვინოები ამ ეტაპისთვის მხოლოდ 8 ათას მოსავალშია წარმოდგენილი და მიუხედვად შეზღუდვებისა და მოკლე ისტორიისა,  გასულ კვირას "მარადისეულის" პირველი ექსპორტი განხორციელდა ევროპაში, კერძოდ ლიეტუაში სადაც მარადისეულის ექსკლუზიური ქმნილება "სავანე" 18 საუკეთსო ღვინოში მოხვდა და გაიგზავნა ლიეტუაში.

„ეს ექსპორტი 2020 წელს ჩვენთვის დიდი მოტივაციის მომცემია და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველას, რომ მოძრაობა ყოველთვისაა შესაძლებელი თუ გაქვს მიზანი, არსად არაფერი ჩრდება, არაფერია შეზღუდული  როდესაც ღირებულებები და ფართო ხედვა გამოძრავებს. 2021 წელ შევეცდებით ევროპის მიამრთულებით კიდევ არაერთი მნიშვნელოვანიო ნაბიჯი გადავდგათ, ხოლო მოგვიანებით სხვა კონტინენტებზეც იქნება წარმოდგენელი ქართველთა დაუსაბამო ცოდნით შემქნილი ღვინო მარადისეული“ - აცხადებს გიორგი თაქთქიშვილი.