ბიზნესი
06/09/2021

"მანნამ" დაფასოებული ნუშის და ნიგოზის გამოშვება დროებით გადადო

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელმა და დამაფასოებელმა კომპანიამ „მანნა“ დაფასოებული სახით ნუშის და ნიგოზის  გამოშვება დროებით გადადო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ირაკლი ღურჭუმელიამ განუცხადა, მიზეზი პანდემიის შედეგად განვითარებული პროცესებია,რომლის შედეგადაც, კომპანიას საინვესტიციო გეგმის დაკორექტირება მოუწია.

„ამჟამად სიტუაციის შენარჩუნებაზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ ამ გეგმაზე, რომელსაც დიდი ალბათობით 2021 წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისისთვის განვახორციელებთ“-აცხადებს ღურჭუმელია.

მისივე განმარტებით,კომპანიამ თხილეულის წარმოება 2021 წლის დასაწყისში დაიწყო.ამ დროისთვის გაყიდვაშია ბლანშირებული და მოხალული თხილი, რომელიც მსხვილ სავაჭრო ქსელებში იყიდება.

“მანნას“ ბრენდით წარმოებული თხილი 80 გრამიან შეფუთვაშია და მისი ფასი „აგროჰაბში“  6.95 ლარია. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მომწოდებლებიდან (ძირითადად, სამეგრელო) იბარებს. მათივე განცხადებით, პროდუქტით უკვე დაინტერესდნენ ინგლისსა და ჩეხეთში.

როგორც ღურჭუმელია აცხადებს, გაყიდვების მაჩვენებელი ნორმალურია,გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზაფხულის თვე  ამ სეგმენტში მუდმივად პასიურია.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდანაა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

თხილეულის გარდა, ქარხნის წარმადობა თვეში ამ ეტაპზე 8 ტონა ჩაის გადამუშავებაა, ეს კი სრული დატვირთვის დაახლოებით 30-40%-ია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020