ბიზნესი
30/12/2022

მანნა: 2022 წლის მნიშვნელოვან გამოწვევად ისევ ჰიპერმარკეტებთან პარტნიორობა იყო

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამაფასოებელი კომპანია „მანნას“ დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია 2022 წელს „ბიზნესპარტნიორთან“ აჯამებს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, ადგილობრივ ბაზარზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად არსებულ ჰიპერმარკეტებთან პარტნიორობა რჩება. როგორც ცნობილია,მეწარმეები აღნიშნულ პრობლემაზე ბოლო 1-2 წელია აქტიურად საუბრობენ. 

მეწარმეების მთავარი პრობლემა დახლებიდან პროდუქციის რეალიზების შემდეგ თანხის მიღებაა.

„ეს პრობლემა თუ რაღაცნაირად არ მოგვარდა, ქართულ წარმოებას გაუჭირდება. ვერცერთ მარკეტში პროდუქტს ვერ შეიტან, თუ წინასწარ ფული არ გადაიხადე, შემდეგ 2 თვე ფულს ვერ იღებ,საბრუნავი თანხები კი უკვე პრობლემა ხდება,“-აცხადებს ღურჭუმელია.

მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, „მანნას“ წინა წელთან შედარებით რეალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 250%-ით გაეზარდა.  კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ გაზრდილი გაყიდვები რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში გააქტიურებულმა მიგრანტების შემოდინებამ განაპირობა.

ამ ეტაპზე კომპანია 14 სხვადასხვა სახეობის ჩაის აწარმოებს, ნედლეულს კი გურიის და სამეგრელოს ფერმერებისგან იბარებს.როგორც ღურჭუმელია აღნიშნავს, ჩაი „მანნა“ წარმოდგენილია თითქმის ყველა მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტში.

რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებას, ამ დროისთვის „მანნას“ პროდუქცია აქტიურად იყიდება ევროპის მიმართულებით. მოლაპარაკებები მიდის აშშ-თანაც. 

ღურჭუმელიას ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვების 30% ექსპორტზე მოდის. 2022 წელს ადგილობრივი გაყიდვების მიმართულებით სერიოზული ზრდა მოხდა. მათ შორის, გაიზარდა მოთხოვნა HoReCa სექტორიდან, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ბათუმის  და ბაკურიანი-გუდაურის რეგიონიდან.

საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდანაა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

ქარხნის წარმადობა თვეში ამ ეტაპზე 10-12 ტონა ჩაის გადამუშავებაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023