ბიზნესი
18/07/2022

"მანჯის" და Makerspace-ის კოლაბორაციით ძველ თბილისში ახალი სივრცე გაიხსნა

ძველი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში (ბეგლარ ახოსპირელის ქუჩაზე) კაფე-ბარი „მანჯი სფეისი“ გაიხსნა.

სივრცის თანადამფუძნებელი, სწრაფი კვების რესტორანის „მანჯისთან“ მფლობელი გიორგი მანჯავიძეა, რომელიც  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  ვერაზე არსებული ობიექტი, განსხვავებული კონცეფციით „მანჯი სფეისით“ ჩანაცვლდა.

მისივე ინფორმაციით, მოლოდინი პოზიტიურია, რადგან ობიექტი ტურისტულად ერთ-ერთ აქტიურ ადგილზე მდებარეობს. 

„ვერაზე არსებული ობიექტის განახლება ისედაც მინდოდა. ამასობაში ჩემმა სამმა მეგობარმა გუდიაშვილის სკვერში გახსნა ღამის კლუბი Makerspace-ი, სადაც სამზარეულოს გახსნა შემომთავაზეს.

ლოკაციის ნახვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის კაფე-ბარი, სადაც მომხმარებელს შეეძლებოდა როგორც ქართული კერძების დაგემოვნება, ისე საინტერესო კლუბური მუსიკის მოსმენა. ეს „მანჯის“ და Makerspace-ის კოლობორაციაა. ობიექტი გუშინ გაიხსნა და 1 დღის მუშაობა ნორმალურად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, მგონია, აქტივობა სექტემრიდან ბევრად გაიზრდება,“ - აცხადებს გიორგი მანჯავიძე.

სამომავლოდ გიორგი მანჯავიძე „მანჯისთან“  ბრენდის ქვეშ საშაურმეს და საბურგერეს გახსნას გეგმავს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023