ბიზნესი
05/05/2022
მამუკა წოწერია: "ზუგდიდი მოლი" წლის ბოლომდე გაიხსნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას ინფორმაციით, "ზუგდიდი მოლი" წლის ბოლომდე გაიხსნება.როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამჟამად სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
წოწერიას ინფორმაციით, ინვესტორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ საქართველოს სავაჭრო სექტორში მოთამაშე სხვადასხვა ბრენდთან. პროექტის ჯამური ინვესტიცია 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
სავაჭრო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი იქნება, რომელიც ჰიპერმარტკეტს, საკვებ ობიექტებს და სხვადასხვა დანიშნულების ბრენდულ მაღაზიებს გააერთიანებს.
პროექტის კონცეფციაზე Cushman & Wakefield Georgia–მ და კომპანია "ბლოქსმა" ერთობლივად იმუშავეს.