ბიზნესი
20/07/2021

მალსი: ჩაცმულები უნდა დავიხოცოთ? სჯობს, შეზღუდვები დაწესდეს

ტანსაცმელების მაღაზიათა ქსელი “მალსის“ ხელმძღვანელი ავთანდილ ლომთაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და ეკონომიკისთვის შესაძლო შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.

მისი განცხადებით, რითეილ სექტორის უმრავლესობა ალბათ ელოდება გარკვეულ შეზღუდვებს და მზადაა ამისთვის.

„ჩაკვეტვა თუ იქნება, დავემორჩლებით, ამას ვერავინ გავექცევით. მე მაინც მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში გარკვეული სახის შეზღუდვები უნდა დაწესდეს. თუ გვინდა რომ ჩაცმულები დავიხოცოთ, კი ბატონო. მკაცრ შეზღუდვებს ბიზნესის უდიდესი ნაწილი ვერ გაუძლებს, ალბათ ბევრი დაიხურება, მათ შორის ჩვენც, მთლიანად დაკეტვა განადგურებაა, თუმცა, პრიორიტეტი ჩემთვის სიცოცხლეა. ვიზიარებ იმას, რომ შეზღუდვები გარკვეული მიმართულებით დაწესდეს, ისე რომ შევინარჩუნოთ ადამიანების სიცოცხლე და პარარელურად ბიზნესი, აქ მოგებაზე საუბარი ზედმეტია,“ - აცხადებს ლომთაძე.

„მალსის“ ხელმძღვანელი ამ დროისთვის შემცირებულ გაყიდვებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიზეზი სექტორისთვის პასიური სეზონია. მისივე ინფორმაციით, „მალსი“ ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 მაღაზიას ფლობს. 

შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ  ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. 

ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, ღია სივრცეში, სადაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იკრიბება, პირბადე გამოიყენონ. მან ასევე დასძინა, რომ პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეშიც შემცირდა. 

“ჩვენ წარვადგინეთ რეკომენდაციების მთელი ნუსხა, სადაც ერთი მხრივ მთავარია ვაქცინაციის პროცესის ინტენსიფიცირება, მეორე მხრივ გონივრულობის ფარგლებში დაწესება გარკვეული შეზღუდვების, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება გაუარესების ტენდენცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მკაცრი შეზრუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.   

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022