ბიზნესი
17/08/2020

“მაკდონალდსმა“ 2019 წელს ბიუჯეტში 20 მლნ ლარი შეიტანა - რა გეგმები აქვს კომპანიას 2021 წლისთვის

„მაკდონალდსი საქართველომ“ ქვეყნის ბიუჯეტში 2019 წელს 19 985 000 ლარი შეიტანა, წელს კი უკვე 5 750 000 ლარი აქვს შეტანილი.

კომპანიამ თბილისში ორი ახალი რესტორანი გახსნა. უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე უმასპინძლებს. ახალი რესტორნის მშენებლობაში 12,5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო; 2019 წელს კი ინვესტიციის ჯამური მოცულობა 14 მლნ ლარი იყო.

„მაკდონალდსთან“ ერთად ახალ რესტორნებში განთავსდა „მაკკაფეც“, ორივე ლოკაციაზე მოქმედებს მაკდრაივის 24-საათიანი სერვისი. თითოეული რესტორანი 160-მდე სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასის ტიპის ღია სივრცეებს.

2021 წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს ორი მასშტაბური პროექტი პურ-ფუნთუშეულის საწარმო, რაშიც 23,375 მლნ ლარი იქნება ინვესტირებული. ასევე იგეგმება „მაკდონალდს საქართველოს“ სწავლებისა და გადამზადების ცენტრის აშენება, ინვესტიციის მოცულობა 9 მლნ ლარია.

მაკდონალდსი რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მთლიანობაში 18 ობიექტს მოიცავს.

„მაკდონალდსის“ რესტორნების ოფიციალური გახსნის ცერემონია 17 აგვისტოს კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანში გაიმართება. ღონისძიებას ამერიკის ელჩი, კერი დეგნანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი, თემურ ჭყონია და კომპანიის გენერალური დირექტორი, თენგიზ კაპანაძე დაესწრებიან. სტუმრები მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერებენ რესტორანს, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.

აღსანიშნავია, რომ