ბიზნესი
28/07/2022

"მაგთიკომს" "მაგთიფიქსის" ლიცენზია გაუუქმდა

"მაგთიკომს" "მაგთიფიქსის" ლიცენზია გაუუქმდა, - გადაყწვეტილება კომუნიკაციების კომისიამ კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

კომპანიის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დღეის მდგომარეობით „მაგთიფიქსს“ არცერთი აქტიური აბონენტი აღარ ჰყავს.

„მაგთიკომს“, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, CDMA ტექნოლოგიაზე 8969 აქტიური აბონენტი ჰყავდა. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად 8534 აბონენტს კვლავ ჰქონდა “მაგთიკომთან” ხელშეკრულება, მაგრამ აღარ იყენებდა „მაგთიფიქსის“ მომსახურეობას, ხოლო ის 432 აბონენტი, რომელიც ისევ სარგებლობდა “მაგთიფიქსით”, ალტერნატიულ მობილურ მომსახურებაზე გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ „მაგთიკომმა“ კომუნიკაციების კომისიას 2021 წლის აპრილშიც მიმართა. კომისიამ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, რადგან 10 ათასამდე აბონენტი კვლავ იყო, რომელიც აღნიშნულ სერვისს იყენებდა. კომისიის მაშინდელი გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი“ აღნიშნული მომსახურეობის შეწყვეტას ორ შემთხვევაში შეძლებდა: პირველი, თუ „მაგთიფიქსის“ ყველა აბონენტი ალტერნატიული მობილური საშუალებით იქნებოდა უზრუნველყოფილი, ან მეორე, თუ ქსელის სრულად გათიშვის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით.

"2021 წლის 11 მარტს, კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე, 100-ჯერ შეუმცირა. გამომდინარე იქედან, რომ კომპანიამ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და „მაგთიფიქსის“ აქტიურ აბონენტებს ალტერნატიული საშუალება შესთავაზა, კომისიამ „მაგთიკომის“ მოთხოვა დააკმაყოფილა", - განმარტავენ კომუნიკაციების კომისიაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023