ბიზნესი
06/07/2021
“მაგთიკომმა“ ინტერნეტსა და ტელევიზიაზე ფასები მოულოდნელად გაზარდა
კომპანია “მაგთიკომმა“ ინტერნეტსა და ტელევიზიაზე ფასები გააძვირა. აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის რამდენიმე აბონენტმა აცნობა.
კერძოდ,მომხმარებლების ნაწილს,ვისაც თვეში 59 ლარიანი პაკეტი ჰქონდა, მიმდინარე თვეში 67 ლარის გადახდა მოუწია, 54 ლარიანი პაკეტები კი 60 ლარამდე გაძვირდა.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მაგთიკომის“ აბონენტებს მომსახურებაზე ფასი გაუფრთხილებლად გაეზარდათ.
რამ განაპირობა ფასის ზრდა და რატომ არ მოხდა აბონენტების წინასწარ გაფრთხილება, ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორი“ „მაგთიკომისგან“ პასუხს ელოდება, რომელსაც მკითხველს მიღებისთანავე შევატყობინებთ.