ბიზნესი
06/07/2021

“მაგთიკომი“ – აქცია დასრულდა, ფასები არ გაზრდილა

კომპანია “მაგთიკომში“ ინტერნეტსა და ტელევიზიაზე ფასები არ გაზრდილა,იყო აქცია, რომელიც დასრულდა,ამის შესახებ კი ყველა აბონენტი ინფორმირებული იყო - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „მაგთიკომში“ განუცხადეს.

„დასრულდა აქცია, ტარიფი არის სააბონენტო და გადასახადი არ გაზრდილა. აქციის დასრულების შესახებ ინფორმაცია კი ყველა აბონენტს სმს შეტყობინების სახით დაეგზავნა“-აცხადებენ "მაგთიკომში“.

შეგახსენებთ, "ბიზნესპარტნიორს" რამდენიმე აბონენტმა აცნობა, რომ  “მაგთიკომში“ ინტერნეტსა და ტელევიზიაზე გაზრდილი ფასის გადახდა მოუწიათ.

კერძოდ,მომხმარებლების ნაწილს,ვისაც თვეში 59 ლარიანი პაკეტი ჰქონდა, მიმდინარე თვეში 67 ლარის გადახდა მოუწია, 54 ლარიანი პაკეტებში კი 60 ლარი გადაიხადეს.