Luca Polare: ყველა ფილიალი მზად არის მასპინძლობისთვის
Luca Polare-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შეზღუდევბის მოხსნა კომპანიაზე დადებითად იმოქმედებს და მოლოდინებიც საკმაოდ პოზიტიურია.
„მომხმარებელთა ნაკადი შეზღუდვების დროსაც არ შეწყვეტილა, მოლოდინი გვაქვს, რომ მათი რაოდენობა შეზღუდევბის მოხსნის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება და Luca Polare-ს ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით, შევძლებთ მოვემსახუროთ ერთგულ მომხმარებლებს. ამ ეტაპზე, რაიმე დამატბითი მითითებები არ მიგვიღია. ყველა ფილიალი იმუშავებს, ხოლო ლესელიძის ფილიალს მარტიდან გავხსნით, სადაც გარე სივრცეში დავამატებთ დასასხდომ ადგილებს,“– აღნიშნავს ანი ციცქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობის განახლებას შეძლებენ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდმაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.