ბიზნესი
05/02/2021

Luca Polare: პანდემიის მიუხედავად, გაფართოების გეგმები არ შეგვიცვლია

Luca Polare პანდემიური წლის სირთულეების მიუხედავად, მომხმარებლებს ახალ ფილიალებს და საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი ამბობს, კომპანიის გაფართოების გეგმები არ იცვლება.

„წინა წელს ვგეგმავდით საერთასშორისო ბრენდის სტატუსის მიღებას და აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მეზობელი ქვეყნების ბაზარზე გასასვლელად. ეს პროცესი დაწყებული იყო მოლაპარაკებები, თუმცა პანდემიის გამო აქტიურ ფაზაში არ გადასულა. თუ რაიმე წინაპირობა იქნება და რეგულაციები შემსუბუქდება, შანსი გვექნება გავააქტიუროთ ეს თემა. საქართველოს დიდ ქალაქებში, რომელსაც ჯერ არ გავაჟღერებ, დავამატებთ ფილიალებს, რადგან დეტალების დაზუსტების პროცესში ვართ.

სიახლეებს მომხმარებლებს კოვიდის პირობებშიც აქტიურად ვთავაზობთ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა მობაილ აპლიკაცია, რომელიც სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი. მთავარი ფუნქცია წინასწარი შეკვეთაა, სასურველ ფილიალში, სასურველ დროს მისვლისას მომხმარებელს მზად დახვდება პროდუქტი. ეს იქნება პირველი აპლიკაცია, რომელიც ასეთ სერვისს შესთავაზებს მომხმარებლებს. ვთანამშრომლობთ დელივერ კომპანია Glovo-სთან, თუმცა შესაძლოა სწორედ ამ აპლიკაციაციაში დაემატოს Luca Polare–ს მიტანის სერვისიც,” - აღნიშნავს ანი ცქიტიშვილი.

ამ ეტაპზე, Luca Polare პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს, ფილიალებში ნამუშევრების გამოფენას სთავაზობს.

„წელს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სივრცე დავუთმოთ ფოტოგრაფებს, დაინტერესებაც საკმაოდ დიდია. ფოტოები მთელი სეზონის განმავლობაში, ავტორის მითითებით იქნება წარმოდგენილი,“ – ამბობს Luca Polare–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელი.