ბიზნესი
29/04/2021

Luca Polare მომხმარებელს საფირმო პასკებს წელსაც სთავაზობს

Luca Polare-ს საფირმო პასკების შეძენას მომხმარებლები წელსაც შეძლებენ. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

მისივე თქმით, Luca Polare–ს ძირითადი ხაზი არ არის პასკები, თუმცა წინა წელს როდესაც პროდუქტი პირველად გამოჩნდა ფილიალებში, მოთხოვნა იმდენად დიდი იყო და ისეთი კარგი გამოხმაურება ჰქოდნა, რომ გადაწყვიტეს წელსაც შეეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის.

„იმის მიუხედავად რომ საკონდიტრო ხაზი არ გვაქვს, მომხმარებლის აქტიურობამ გადაგვაწყვეტინა პასკების გაკეთება. აქტიურობა და მოთხოვნა დიდია, წინა წელთან შედარებით ფასებმა მცირედით მოიმატა, რადგან ყველაფერი გაძვირდა. მუდმივად ვცდილობთ ფასები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, თუმცა ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

გვაქვს საფირო პასკები, ერთი სახეობა არის ცუკატებით და მეორე მოხალული ნუშით და შოკოლადით, ხელმისაწვდომია ყველა ფილიალში, გარდა მოლებისა. გაყიდვაში გვაქვს 800 გრ-იანი პასკები, რომელიც 20 ლარი ღირს," – აღნიშნავს ანი ციცქიშვილი.