ბიზნესი
14/12/2021
"ლოპოტა სპა რეზორტზე" საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო
ლოპოტაზე საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო, რომელიც 500 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და „ლოპოტა სპა რეზორტის“ მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის 20 %-ს მწვანე ენერგიით ანაცვლებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ,აღნიშნული გარემოზე ზრუნვისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნით მოეწყო.
პროექტის შედეგად მკვეთრად მცირდება გარემოს დაზიანება და მავნე-CO2-ის გამოყოფა.ლოპოტას მზის ელექტროსადგური „თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით მოეწყო.
„ლოპოტა სპა რეზორტი ბაზარზე“ 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია.