ფოტო: Reuters
ბიზნესი
31/01/2022

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.806 მლრდ-მდე შემცირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია უკვე მესამე კვირაა მცირდება.

გასულ კვირასთან შედარებით 50 მლნ ფუნტით 1.806 მლრდ-მდე შემცირებულია სამივე ქართული კომპანიის კაპიტალიაციზია.

Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 14.58 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 0.95-ით დაბალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 295 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 5.11%-ით შემცირდა და 14.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 196 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.54 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 0.46%-ით მეტი წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 748 000 აქციით განისაზღვრა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 717 მლნ ფუნტია (გასულ კვირას 724 მლნ ფუნტია), თიბისის - 778 მლნ (820 მლნ), საქართველოს კაპიტალის 311 მლნ (312 მლნ). აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა 2021 წელი მზარდი კაპიტალიზაციით დაასრულეს, წლის ბოლოს მაჩვენებელმა 2.069 მლრდ ფუნტს მიაღწია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023