Lingwing-ი აფხაზური ენის კურსს შექმნის
Lingwing ერთადერთი ქართული პლატფორმაა, რომლის დახმარებით ონლაინ 6 ენის შესწავლაა შესაძლებელი. ინგლისური, რუსული, გერმანული, იტალიური, ფრანგული და ესპანური ენის კურსებს სულ მალე აფხაზური ენაც დაემატება.
„ყოველთვის ვცდილობთ კომპანიამ გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა. აფაზური ენის კურისის შექმნაც ამას უკავშირდება, ვფიქრობთ, დადებითი გამოხმაურება და მაღალი ინტერესი მოყვება ამ პროექტს. რთულია აფხაზური ენის სპეციალისტების პოვნა, თუმცა ეს საკითხი უკვე მოვაგვარეთ და გვყავს ადამიანები, რომლებიც სრულფასოვანი კურსის შექმნაში დაგვეხმარებიან.
გავაკეთეთ კურსის პროტოტიპი, დაფინასების მოსაზიდად მივმართეთ მთავრობას, სხვადასხვა ორგანიზაციას, თუმცა საჭირო თანხა ვერ მოვაგროვეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენით გავუშვათ საიტზე Fundraising-ი და მომხმარებლების კონტრიბუციების საშუალებით დაფინანსდეს აფხაზური კურსის შექმნა. ჯერ ზუსტი მონახაზი არ გვაქვს ეს როგორ მოხდება, თუმცა დაახლოებით 1 კვირაში გავაცნობთ საზოგადოებას,“– აღნიშნავს „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელი ვატო ველიაშვილი.
Lingwing სოციალური ფასუხისმგებლობის ფარგლებში, 500 აბიტურიენტს უფასოდ ასწავლის. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საერთო ჯამში პროექტმა გაამართლა. ზოგიერთი მოსწავლე ვერ აყვა ამ კურსს, თუმცა უმრავლესობა მაინც ინტენსიურად მეცადინეობს, და მოლოდინებიც პოზიტიურია.
„სხვა ახალი ენის დამატებას არ გვეგმავთ, გვინდა ვკონცეტრირდეთ არსებულ კურსებზე, დავხვეწოთ და განვავითაროთ. ძირითადი მოთხოვნა რომელ ენებზეც არის ვაკმაყოფილებთ,“– თქვა ველიაშვილმა.