ლევან ვეფხვაძე: ეპიდსიტუაციის გაუარესება ბიზნესოპერატორების აქტივობაზეც აისახება
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” ბიზნეს განწყობებზე, გამოწვევებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.
ვეფხვაძის თქმით, თუ დღეს ბიზნესოპერატორები შეთანხმდებიან, რომ ეპიდსიტუაცია გარდაუვლად გაუარესდება, ეს აგვისტოში უკვე ბიზნესოპერატორების აქტივობაზე პირდაპირ აისახება.
“თუ არის ოპტიმიზმი, ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ვიღაცას იმედი აქვს, მათ შორის მეც. ჩემი ოპტიმიზმიც ამას ეფუძნება, რომ საბოლოო ჯამში ალბათ შევეგუეთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. თუ ბიზნესიც შეეგუება ამ ყველაფერს და მაჩვენებლი იქნება სტაბილური, მაშინ ამ დინამიკას გავაგრძელებთ, როგორც აქამდე იყო.
როდესაც კორონავირუსი გამოჩნდა, ინფორმაცია არ არსებობდა თუ რასთან გვქონდა საქმე და შესაბამისად, მაშინ დაწესბული შეზღუდვები ერთადერთი გამოსავალი იყო. თუმცა, დღეს უკვე პანდემიის ერთადერთი მართვის საშუალება არის ვაქცინაცია. ვისი ბრალიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ საქართველომ დააგვიანა ვაქცინის მიღება,“ - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.