ბიზნესი
28/04/2021

ლევან ყარალაშვილი მთავრობას: ჩვენი ხმაც გაიგონეთ

„სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი“ მიიჩნევს, რომ მთავრობასთან კომუნიკაცია რთულია. როგორც „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სტუმრობისას ლევან ყარალაშვილმა განმარტა, ბიზნესს ყოფილ პრემიერ, გიორგი გახარიასთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა.

„ირაკლი ღარიბაშვილი რაც დაინიშნა, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. სამინისტროს დონეზე ვლაპარაკობთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები პირები, შესაძლოა, სრულ ინფორმაციას არ ფლობენ. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ არ მოგვითხოვია სუბსიდია, დახმარება.თუმცა ვთვლით, რომ სავაჭრო ცენტრი რომელიც დაკეტილია 5 თვის განმავლობაში არ უნდა იყოს იგივე საგადასახადო ტვირთის მატარებელი, როგორც ჩვეულებრივ დროს. მთავრობას შევთავაზეთ ასეთი რამ : ერთი წელი გვაპატიეთ,სანაცვლოდ შევძლებთ თანამშრომელთა 80%-ის შენარჩუნებას. წინა პრემიერმა თქვა, რომ ეს კარგი წინადადება იყო. თუმცა მორიგ შეხვედრაზე ითქვა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. ვფიქრობ, აცდენები გვაქვს ურთიერთდამოკიდებულებაში," - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბიზნესმა პანდემიური პროცესების მართვა ისწავლა.

„ჩვენ ყოველ ორ კვირაში ვტესტავთ თანამშრომლებს. თბილისი ცენტრალში 1500 ადამიანი მუშაობს. ბოლო ორ კვირაში ვირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ ვისწავლეთ როგორ ვმართოთ ეს პროცესი. ამიტომ მთავრობას მოვუწოდებ, ჩვენი ხმაც გაიგონეთ,“ - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022