ლევან დავთაშვილი: მკაცრად კონტროლდება, რომ საქართველოში სანქცირებული პირები არ მოხვდნენ
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაკონტროლებელი ორგანოები ფხიზლად არიან, რომ საქართველოში სანქცირებული პირები არ მოხვდნენ და მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი.
"საერთაშორისო პარტნიორებმა საჯაროდაც და ჩემთან პირად შეხვედრებშიც აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, სადაც სწორად ხდება საერთაშორისო გადაწყვეტილებების ზედმიწევნით შესრულება. მათ შორის იგივე საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სწორად დაიწყო აღსრულება სანქცირებული ბანკების მიმართ გადაწყვეტილებების ნაწილში, მათ შორის საქართველოში ოპერირებადი ბანკების კუთხით და პროცესი წარვმართეთ ერთის მხრივ ისე, რომ რეალურად საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდნენ, და მეორეს მხრივ, ვიყავით პირნათელი ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებასთან, რომელიც მიიღეს ამ საფინანსო ინსტიტუებმა. ასე, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვანი სანქციების თუ გადაწყვეტილებების ნაწილი იყო. ჩვენ ასე გავაგრძელებთ მომავალშიც", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.