ბიზნესი
07/07/2022

ლევან დავითაშვილი: წყალტუბოს ობიექტებით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული

წყალტუბოს 14 სანატორიუმზე ელექტრონული აუციონი უკვე გამოცხადდა. როგორც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში აცხადებს, მას რამდენიმე ინვესტორთან საუბარი ჰქონდა, რომლებიც წყალტუბოს ობიექტების შეძენით და ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულები. 

"14 საპრივატიზაციო ობიექტი უკვე გამოტანილია ელექტრონულ აუქციონზე. ვფიქრობ, დაინტერესება იქნება ძალიან დიდი. ჩვენ შეხვედრა გვქონდა ბიზნესთან, გავაგრძელებთ კომუნიკაციას აუქციონის პერიოდში, რადგან მათ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ პოტენციალზე, რომელიც წყალტუბოს გააჩნია. ეს შესწავლები გაკეთებულია კუშმანის მიერ. შესაბამისად, საერთაშორისო ექსპერტიზაზეა დაფუძნებული და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეთავაზება. შესაბამისად, ეს არის სანდო ინფორმაცია, რომელსაც, როგორც წესი, ინვესტორები ენდობიან ხოლმე. წყალტუბო რეალურად უნდა გადავაქციოთ მაღალი კლასის ბალნეოლოგიურ და მრავალფუნქციური დანიშნულების კურორტად. 

პირადად მე მქონდა საუბარი რამდენიმე ინვესტორთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან წყალტუბოს ობიექტების შეძენით და ინვესტიციების განხორციელებით. ვფიქრობ, ჩვენ მოვახდენთ ამ ობიექტების რეალიზებას ისე, რომ უმოკლეს დროში დაიწყოს ინვესტორებთან ერთად უკვე გენგემის კონკრეტიკა, რათა ინვესტორებმა ინვესტიცია ეფექტიანად განახორციელონ. რა თქმა უნდა დაცული იყოს სახლემწიფოს და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, მაგრამ ამავე დროს ინვესტორებისთვის ეს ყველაფერი იყოს მიმზიდველი და საბოლოოდ მივიღოთ ჰარმონიულად განვითარებული, მნიშვნელოვანი კურორტი საქართველოში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023