ბიზნესი
27/01/2022

"ლეგატო" "მწვანე პასპორტების" მექანიზმს სასამართლოში აპროტესტებს

„ლეგატო“   „მწვანე პასპორტების“ მექანიზმს სასამართლოში აპროტესტებს, შრომის ინსპექციის მიერ დაწესებულ 10 000 ლარიან ჯარიმას კი განაჩენის გამოტანამდე არ აპირებს.

კომპანიის დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა დისკრიმინაციულია და ისინი ამ რეკომენდაციას არ ემორჩილებიან. შესაბამისად, კომპანია ნაწილობრივ დაიხურა, სტუმრებს დარბაზებში აღარ იღებს, მოქმედებს მხოლოდ გატანის სერვისი.

„გავასაჩივრებთ ჯარიმას და სარჩელს შევიტანთ როგორც საკონსტიტუციო, ისე - საქალაქო სასამართლოში. რა გადაწყევტილებასაც მიიღებს სასამართლო, იმის მიხედვით მოვიქცევით. ეს არის ჩვენი პროტესტი. მიგვაჩნია, რომ ეს არის არაჰუმანური და არაკონსტიტუციური, ადამიანის უფლებების დამრღვევი და დისკრიმინაციული,“ - აცხადებს ანჯაფარიძე.

კომპანიას ამ ეტაპზე თბილისში 3  ფილიალი აქვს. 

შეგახსენებთ, საქართველოში 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ სქემა მოქმედებს. შედეგად, გარკვეულ ობიექტებში, მათ შორის რესტორნებში, ბარებში, კაფეებში, მოქალაქეებს მხოლოდ ვაქცინირების, ან ნეგატიური ტესტის პასუხის შემთხვევაში შეუძლიათ შესვლა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023