ბიზნესი
18/12/2020

Leavingstone-ის გლობალური გეგმები და EBRD-ის მხარდაჭერა

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) და ევროკავშირმა მხარი დაუჭირეს ქართულ ციფრულ სააგენტო Leavingstone–ს ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნასა და საერთაშორისო გაფართოებაში.

სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე ზურმუხტაშვილის თქმით, საჭირო იყო ისეთი ოფიციალური ოპერაციული პროცედურები, რომ შენარჩუნებულიყო ის, რაც Leavingstone–ს ასეთ შთამაგონებელ კომპანიად აქცევს. "საერთაშორისო ბაზრებს თვალს ვადევნებთ და კომპანიის მიზანია მეტი მსოფლიო კლასის ბრენდების, როგორც პარტნიორების, მოზიდვა", - ამბობს ზურმუხტაშვილი.

როგორც EBRD-ის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, კომპანიას ახალი პოლიტიკისა და პროცედურების გაწერაში EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საერთაშორისო მრჩეველი დაეხმარა, რეორგანიზაციამ გზა გაუხსნა უფრო სტრუქტურირებულ, მასშტაბურ გზებს მაღალი დონის სამუშაოს შესრულებისთვის.

ამ სტრატეგიული ცვლილებების ფონზე, ბერლინში სამუშაო ვიზიტის შედეგად, Leavingstone–ის საერთაშორისო კლიენტების რაოდენობა 2-დან 10 – მდე გაიზარდა. კომპანიამ კონტრაქტები გააფორმა ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Siemens, Zeiss, Deutsche Telekom, Netflix და Fox Broadcasting Company.

„უკვე ვმუშაობთ პირველ პროექტებზე და ვხსნით ოფისს ბერლინში. ცვლილებები მენეჯმენტის ახალ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, მკაფიო ხედვა, ადგილობრივი და გლობალური ბაზრებზე ფოკუსირება დაგვეხმარა, რთული წლის მიუხედავად, ახალ დონეზე გადასვლაში.

ეს არის ახალი, საინტერესო და რთული მოგზაურობის დასაწყისი. შევძლებთ უწყვეტ ზრდას, აქტუალურობის შენარჩუნებას და კორონავირუსის პანდემიისთან ადაპტაციას. ვამაყობთ გზით, რომელიც ავირჩიეთ და აღფრთოვანებული ვართ იმით, რაც ჯერ კიდევ წინაა. მრავალფეროვანი ნიჭი, ღია გონება, მოქნილობა - ეს ქმნის Leavingstone-ის მომავლის ოპტიმისტური ხედვის რეცეპტს,“ - აცხადებს Leavingstone–ის აღმასრულებელი დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ციფრულ სააგენტო Leavingstone 2010 წელს ოთხმა საუკეთესო მეგობრმა მაშინ დაარსა როდესაც ციფრული სამყარო  დამკვიდრებული არ იყო. ამ შემოქმედებითმა სააგენტომ სამახსოვრო მულტიმედიით, პარტიზანული მარკეტინგული კამპანიებითა და გასაოცარი ანაბეჭდებით მოიგო ხალხის გული და გონება და გახდა ბაზრის ლიდერი. გამორჩეული და ორიგინალური იდეებით, Leavingstone მრავალი ჯილდოს მოპოვების შემდეგ, გახდა პირველი ქართული სააგენტო, რომელმაც შემოქმედებითი სამყაროს ოსკარი მიიღო.

 

 

 

Businesspartner