ბიზნესი
07/09/2022

"ლარის კურსის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაში, საწვავი სექტემბერშიც გაიაფდება"

OPEC+-ის ლიდერთა გადაწყვეტილების ფონზე და ლარის კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ნათობიმპორტიორები საწვავის გაიაფებას ელიან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, ოპეკი პლუსის ლიდერების გეგმა არის, რომ ასდოლარიან ნიშნულზე შეინარჩუნონ ბარელი ნავთობის საერთაშორისო ფასი.

მისი თქმით, რთულია იმის პროგნოზი თუ რა მიმართულებით შეიცვლება ნავთობის ღირებულება. ამ ეტაპზე კი ნავთობის ფასების კლებაზე ის მოლოდინები მოქმედებს, რაც მსოფლიოში რეცესიული პროცესების დაწყებასთან არის დაკავშირებული.

„ნავთობზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინია. ეს თავის მხრივ მსოფლიოში მოსალოდნელ რეცესიულ პროცესებთან არის დაკავშირებული. ვხედავთ, რომ ნავთობის ფასი ფაქტობრივად ომამდელ ნიშნულზეა დაბრუნებული. როგორ გაგრძელდება ფასების კორექტირება, რთული სათქმელია,“ - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, მისი განმარტებით, გასულ თვეში საწვავი როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე მნიშვნელოვნად გაიაფდა და თუკი ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე მაინც შენარჩუნდა, საწვავი სექტემბერშიც გაიაფდება.

„თუმცა ეს არ იქნება ისეთი დინამიკით როგორც აგვისტოში იყო. გასულ თვეში საწვავი დაახლოებით 40 თეთრით გაიაფდა. ფასები შემცირდა როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ქსელებში.“-აღნიშნა მთვრალაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023