ლარის გაუფასურება იმპორტიორებსაც აზარალებს
საერთაშორისო ბაზრებზე, რიგ პროდუქტზე ფასების ზრდის გამო, პროდუქცია ძვირდება საქართველოშიც. ამას ემატება ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც, რაც ასევე აისახება ფასზე..
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ რამდენიმე იმპორტიორ კომპანიას ბაზრის დატოვება მოუხდა.
"ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ იმპორტორი კომპანიები მნიშვნელოვნად დააზარალა. ისინი იძულებული არიან, რომ უცხოურ ვალუტაში შეძენილ პროდუქციაზე ფასი მოამატონ. გაზრდილი ფასების ფონზე კი პროდუქციის რეალიზაცია მცირდება. კომპანიების ნაწილმა პროდუქციის ასორტიმენტი შეამცირა. ზოგი კომპანია კი იძულებული გახდა ბაზარი დაეტოვებინა. იმ შემთხვევაში, თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ეს დააზარალებს როგორც მოსახლეობას, ვინაიდან სასურსათო პროდუქტებზე ფასები გაიზრდება, ამასთან დააზარალებს ბიზნესს. კიდევ მეტ კომპანიას მოუწევს ბაზრის დატოვება. ეს კი საფრთხის შემცველია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ბაზარი მონოპოლიური გახდება,“ - ამბობს ივა ჭყონია.
ცნობისთვის, 2020 წლის 10 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში იმპორტიდან მიღებული შემოსავლები 1.3 მლრდ დოლარით შემცირდა.