ბიზნესი
24/11/2021
"ქვიტირის" ქართული მწვანილი მალე ექსპორტზე გავა
წყალტუბოში, მწვანილის მწარმოებელი, კომპანია „ქვიტირი“ უახლოეს მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
კომპანიის დამფუძნებელი გოდერძი შავგულიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ კომპანია ექსპორტს დაახლოებით 10 დღეში დაიწყებს და 7 სახეობის ქართულ მწვანილს რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის ბაზარზე გაიტანს.
შევგულიძის თქმით, კომპანიაში წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი საექსპორტოა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია ბევრად წამგებიანია, ვიდრე ექსპორტზე გაყიდვა.
შავგულიძე პანდემიის გავლენაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბრუნვა შედარებით შემცირებულია, თუმცა ახლა მდგომარეობა პოზიტიურისკენ იცვლება.
კოოპერატივი „ქვიტირი“ წყალტუბოში, 2014 წლის ბოლოს შეიქმნა. კომპანიის საკუთრებაშია დაახლოებით 3000 -4000 კვ.მეტრის ფართობზე არსებული სათბურები.