ბიზნესი
09/09/2020

ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ცუდი მესიჯია ბიზნესისთვის - ლაშა პაპაშვილი

„რედიქს ჯგუფში“ შემავალი ყველა კომპანია ეპიდემიის დაწყების დღიდან მუშაობის თავისუფალ რეჟიმზეა გადაყვანილი, - ასე ეხმაურება ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციას, რომელმაც დამსაქმებლებს ურჩია შესაძლებობების ფარგლებში თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

მისი განცხადებით, ქვეყანას პანიკის დრო და საშუალება არ აქვს, შესაბამისად, ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული.

„ჩვენ პრაქტიკულად დისტანციურად ვმუშაობთ, არ გვაქვს ისეთი ბიზნესი, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მომხმარებელთან. არ ვართ საცალო ვაჭრობაში და ასე შემდეგ. გამონაკლისია ფერმა, რომელიც დისტანციურად ვერ იმუშავებს“, - აცხადებს პაპაშვილი.

მისივე შეფასებით, ბოლო დღეებში ქვეყანაში არსებული  ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ბიზნესისთვის ცუდი მესიჯია. „ჯანმრთელობისთვის იმდენად საგანგაშო არ არის, რადგან სახელმწიფო ძალიან მაღალ დონეზე უმკლავდება ამ გამოწვევებს, შესანარჩუნებელია სტაბილურობა, რომ დავრჩეთ მწვანე ზონად, ეს არის უმთავრესი გამოწვევა და მიზანი როგორც მთავრობისთვის, ისე ბიზნესისთვის,“ - აცხადებს პაპაშვილი.

მისივე განცხადებით, მსგავსი სიტუაციები ოთხმაგად აზარალებს მსხვილ ბიზნესს.მცირე  ბიზნესს კი დახურვის საშიშროების წინაშე აყენებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020