
ბიზნესი
24/08/2021
კვების ობიექტები ხვალიდან 22:00 საათამდე იმუშავებენ
ხვალიდან ძალაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება, - საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
შეზღუდვა ეხება კვების ობიექტებს, რომლებიც ხვალიდან 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ.
ამავდროულად მკაცრად გაკონტროლდება რეგულაციის შესრულების ვალდებულება.