ბიზნესი
01/07/2021
კვარიათში $20 მლნ-იანი კომპლექსი "ლიცი რეზორტი" ივლისში გაიხსნება
თბილისში, ამერიკული ჰოსპიტალის პროექტის განმახორციელებელი დიმიტრი ტვილდიანი კვარიათში, სოფელ სარფში კომპლექსს „ლიცი რეზორტს“ ივლისში გახსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა დიმიტრი ტვილდიანმა განუცხადა, კომპლექსი მოიცავს 101 ნომრიან სასტუმროს და სარაბილიტაციო-სამედიცინო ცენტრს.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 20 მლნ დოლარია.
ტვილდიანის განცხადებით, კომპლექსი 2 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და ძირითადად, უცხოელებზეა გათვლილი.