ბიზნესი
04/01/2022

ქუთაისის თიზ-ში წელს ფეროშენადნობების ქარხანა ამოქმედდება

ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წელს სილიკო მეტალის წარმოება დაიწყება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, სილიკო მეტალი განეკუთვნება ფეროშენადნობების ჯგუფს. ქარხანა უკვე მზად არის და წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე გავა. 

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

„დაახლოებით 7 000 კვ.მეტრის ფართობზე აშენდა ფეროშენადნობების ახალი თანამედროვე ქარხანა. მას შემდეგ, რაც ინდუსტრიული ზონა კომპანიებს ელექტროენეგიას  ყველაზე მინიმალურ ფასში შესთავაზებს და ქარხანა ფუნქციონირებას მალე დაიწყებს,“ - აცხადებს ნიბლაძე.

როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.