ქუთაისის თიზ-ი ინვესტორებს ელენერგიას მინიმალურ ფასში შესთავაზებს
2022 წლის პირველივე კვარტალში ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კომპანიებს ელექტროენეგიას ყველაზე მინიმალურ ფასში შესთავაზებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ზონის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, ეს არის ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისმხობს თიზ-ის ინვესტროებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პლატფრომის შექმნას. პროექტში თიზ-მა 4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„წყალტუბოს მაღალი ძაბვის ქვესადგურიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, გამოვჭიმეთ ელექტროგადამცემი ხაზი, თიზ-ში ქვესადგური მოეწყო. უკვე დასრულებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შესაბამის უწყებებთან ერთად ვასრულებთ მიღება-ჩაბარების და ამუშავების პროცესს,“ - აცხადებს ნიბლაძე.
კონკრეტულად რა ფასში მოხდება კომპანიებისთვის 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის შეთავზება, ამაზე ნიბლაძე არ საუბრობს და აცხადებს, რომ 2022 წლიდან მოხდება ბაზრის ლიბერალიზაცია, ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება და შესაბამისად, უკვე ყველა სუბიექტს ექნება საშუალება, რომ ელექტროენერგიის შესყიდვა მოახდინოს ბაზრის ოპერატორისგან თუ სხვა კერძო სუბიქეტებიდან,ან განიხილოს იმპორტის შემთხვევაც.
„ახლა ვერ ვიტყვით რა არის სავარაუდო ფასები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს ინვესტიცია განვახორციელეთ, გარკვეულწილად შეღავათიანი ტარიფი იქნება ფასწარმოქმნის კუთხით,“ - აცხადებს ნიბლაძე.
როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.