ბიზნესი
13/07/2022

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი აფთიაქი გაიხსნა

დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი აფთიაქი გაიხსნა.

ჯპს-ის საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და GPC-ის რეგიონალურმა დირექტორმა ელზა ჯავახაძემ გახსნეს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ეს არის იმერეთის რეგიონში ჯპს-ის მეშვიდე აფთიაქი.

,,მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს ეტაპობრივად ახალი ობიექტები ემატება. ჩვენი მიზანია, რომ დივერსიფიცირება მოვახდინოთ იმ ობიექტების, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს. ჯპს არის პირველი აფთიაქი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში გაიხსნა. მედიკამენტების გარდა, აფთიაქში ყველა ის საჭირო პროდუქტი იყიდება, რომელიც მოგზაურობისთვის არის საჭირო,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

ჯპს საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა და ქვეყნის მასშტაბით 100 ზე მეტ ფილიალს ფლობს. პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. აქციები, რომლებიც კომპანიას ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად თუ სხვადასხვა დღესასწაულებზე აქვს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფილიალზეც გავრცელდება. ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში  კვების, სავაჭრო და სხვა სახის 13 ობიექტია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში ქუთაისის აეროპორტს კიდევ რამდენიმე ახალი ობიექტი შეემატება.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023