ბიზნესი
26/07/2022

ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი ფართოვდება

ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ჰექტარით გაფართოვდება - შეთანხმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და "ჰუალინგმა" უკვე გააფორმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „ჰუალინგის“ ქუთაისის ინდუსტრიული ზონის გაფართოება საშუალებას მისცემს კომპანიას განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები და დაასაქმოს ასობით მოქალაქე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმება. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ რამდენიმე მილიონიანი დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს სწორედ ამ შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ასობით ადამიანი დაასაქმოს უახლოეს წლებში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაფართოების შედეგად დამატებით შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს მოკლე დროში შეძლონ სხვადასხვა საწარმო-გადამამუშავებელი პროექტების თუ სასაწყობე მეურნეობის შექმნა ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე.

ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023