ბიზნესი
15/07/2021

ქუთაისის აეროპორტში "კოფისტას" ობიექტი გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ქსელური Coffee Shop-ი "კოფისტა" გაიხსნა.

საქართველოს ბაზარზე ყავის საცალო ინდუსტრიაში სწრაფად მზარდი ქსელი ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს. "კოფისტა" ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს შერეული ფორმატის მომსახურებას სთავაზობს. ტერმინალში მოგზაურობისთვის საჭირო 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და ნივთი იყიდება.

ქუთაისის აეროპორტი კომპანიისთვის რეგიონში პირველი რეგიონალური ქსელია.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების მატებასთან ერთად გვემატება სერვისებიც. მოხარულები ვართ, რომ ქართულმა ქსელურმა კომპანია “კოფისტამ” რეგიონებში გაფართოება სწორეთ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში დაიწყო. რეისების ზრდა ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში იმერეთის რეგიონში. რაც გვეხმარება ტურიზმის მდგრად განვითარებასა და აღდგენაში. ქუთაისის აეროპორტში კი სერვისების დამატება ორიენტირებული მგზავრებისთვის კომფორტის შექმნაზე, დამატებითი პროდუქციისა და სერვისების შეთავაზებაზე”,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების აღმასრულებელმა დირექტორმა ანი ჩიქოვანმა.

"კოფისტა" თბილისში 2015 წლიდან მოქმედებს და 9 ობიექტს ფლობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022