ბიზნესი
16/07/2021

ქუთაისის აეროპორტში Baskin Robbins-ი გაიხსნა

ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ამერიკულმა ბრენდმა Baskin Robbins-მა დაიწყო.

ის პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომლის კაფეტერიაც განახლებული ტერმინალის გაფრენის დარბაზში, საერთო სივრცეში გაიხსნა.

ფილიალი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და Baskin Robbins Georgia-ს დამფუძნებელმა ნოდარ ყანჩაველმა გახსნეს.

კომპანია, რომელიც ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოს ბაზარზე 2 თვის წინ შემოვიდა და დედაქალაქის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Baskin Robbins-ის კვების ობიექტში 30-მდე სახეობის ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები, სალათები, სენდვიჩები, ნამცხვრები და სხვა წასახემსებელი საკვები გაიყიდება.

ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი”1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. დღეისათვის მისი ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 8000 კაფეს მოიცავს. აქედან მხოლოდ ამერიკაში 2500 ფილიალს ფლობს. ჯამში ბრენდი 51 ქვეყანაში ოპერირებს.

დღესდღეობით კომპანიაში უკვე 1300-მდე გემოს ნაყინი იწარმოება. მათ შორის ვეგანური. „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტეინს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.

 

Businesspartner