ბიზნესი
06/09/2022

"კულას" ექსპორტი გაუორმაგდა

„კულას“ ექსპორტი გაუორმაგდა. კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინა ამერიკის და ევროპის ბაზარს საკონსერვო პროდუქციას ვეღარ აწვდის, რის გამოც „კულას“ პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.   

მისი განცხადებით, წელს კომპანია ხილის და ბოსტნეულის გაზრდილ რაოდენობას გადაამუშავებს. თუ გასულ წელს „კულამ“ დაახლოებით 22 000 ტონა პროდუქცია გადაამუშავა, წელს ეს მაჩვენებელი 30 000 ტონამდე გაიზრდება.

კომპანია 2008 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.

კომპანიას თავისი პროდუქცია 27 ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, შეთავაზებაში იქნება „რაჭული ჩირუკაც“.  „კულა“ ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023