“კულამ“ “რაჭული ჩირუკას“ წარმოება დაიწყო
საკონსერვო კომპანია „კულამ“ ჩირის წარმოება დაიწყო. ამისთვის, გორში 1300კვ.მეტრის ფართობზე ახალი საწარმო აშენდა, სადაც ჩირის სხვადასხვა სახეობის წარმოება ხდება.პროქტის საინვესტიციო ღირებულება 1,3 მილიონი ლარია.
„ჩვენი ახალი პროდუქტის შეძენა „რაჭული ჩირუკას“ ბრენდით, შესაძლებელია ნიკორას მაღაზიებში და სხვა ქსელური მარკეტებში. გვაქვს ატმის, კომშის, ქლიავის, მსხლის და სხვა სახეობები“,-აცხადებს „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე.
სარეალიზაციო ქსელში პროდუქტი იყიდება ქაღალდის შეფუთვაშიც და ქილებშიც.120 გრამიანის ფასი 3.0 ლარს შეადგენს, 130 გრამიანის ფასი 3.30 ლარია,185გრ ქილაში კი პროდუქტის ფასი 4.50 ლარს შეადგენს.
კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, შეთავაზებაში იქნება „რაჭული ჩირუკაც“. „კულა“ ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.
კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.