ბიზნესი
06/07/2021
“კულამ“ ბავშვთა კვების წარმოების დაწყება 1 წლით გადადო
ქართული საკონსერვო კომპანია „კულა“ ბავშვთა კვების წარმოების დაწყება 1 წლით, 2022 წლამდე გადადო. როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, მიზეზი პანდემია და მისგან გამოწვეული სიძნელეებია. დაგეგმილი იყო ხილის წვენების და ხილფაფების წარმოება.
მისი განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2–3 მილიონი დოლარია, შესაბამისად, ამ პირობებში, როდესაც საინვესტიციოდ რთული მდგომარეობააა, პროექტის განხორციელება დაპაუზდა. ასევე დაპაუზდა ჩურჩხელების წარმოების პროექტის განახლება.
გორის საკონსერვო ქარხანა „კულა“ 2009 წელს დაფუძნდა. ამჟამად, კოპანიას გააჩნია ხუთი საწარმო, რომლებიც ძირითადად განთავსებულია შიდა ქართლში. „კულა“ ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.